რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) თურქეთი თავის მოქალაქეებთან ერთად, საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ევაკუაციას ახორციელებს. ამ წუთებში სამხედრო თვითმფრინავი ანკარისკენ მიემართება.

როგორც თურქული მედია იუწყება, მოქალაქეების გარდა, თვითმფრინავში 11 სამხედრო, ექვსი ექიმი, ორი ჟურნალისტი და ერთი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელია. თითოეული მათგანი თვითმფრინავში ასვლამდე დეტალურად შემოწმდა. ბორტზე მყოფი ადამიანები, საკარანტინო პირობებში 14 დღის მანძილზე გაჩერდებიან.

ჩინეთში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია აცხადებს, რომ უხანში მყოფი მოქალაქეებიდან, ტრანსპორტირებაზე უარი მხოლოდ ერთმა თქვა.

„ამ დროისთვის, უხანში დარჩენილია ოთხი მოქალაქე. ერთს ურჩევნია უხანში იყოს და იქ გაატაროს კარანტინის პერიოდი, ერთს საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია, ხოლო ორის ევაკუაციას ვგეგმავთ დღეს ღამე, სავარაუდოდ, საფრანგეთის მიმართულებით", - ამბობს ელჩი.

ჩინეთის გარდა, ვირუსის შემთხვევები 19 ქვეყანაშია დადასტურებული, სადაც, საერთო ჯამში, დაინფიცირების 100-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანამ უხანიდან საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია უკვე განახორციელა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×