რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე ვირუსების თავიდან აცილების პრევენციისთვის ეკლესიას ზიარების დროს ერთჯერადი კოვზების გამოყენებისკენ მოუწოდებს.

„რამდენი მილიონი ადამიანი გადაარჩინა ერთჯერადმა შპრიცებმა, სხვა მსგავსმა, ერთი შეხედვით მარტივმა "სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის" მიღწევებმა?!

რატომ არ შეიძლება, რომ ზიარებისას ერთჯერადი კოვზები იქნას გამოყენებული?!

ამ გაგანია ვირუსობის პერიოდშიც კი ხმას რომ არავინ იღებს ამაზე? არაა ადვილი ეს ეკლესიისათვის, მაგრამ პროგრესულობა სწორედაც რომ თამამი ნაბიჯების გადადგმაში გამოიხატება", - წერს სოციალურ ქსელში გოცირიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×