რეზონანსი
01.02.2020

(რეზონანსი) კომპანია Island Express Helicopters-ის ვერტმფრენებს, რომლითაც კალათბურთელი კობი ბრაიანტი, მისი ქალიშვილი და კიდევ 7 პირი მგზავრობდა, ნისლიან ამინდში გადაადგილების უფლება არ ჰქონდათ.

Island Express Helicopters-ების ვერტმფრენებს ჰქონდათ დაწესებული შეზღუდული წესები და ერთ-ერთი წესი მდგომარეობდა იმაში, რომ პილოტს ზუსტად უნდა დაენახა თუ სად მიფრინავდა.

არსებული ინფორმაციით, პილოტს ვერტმფრენის მართვის ფედერალური უფლება ჰქონდა.

ავიაკატასტროფის მიზეზს ლოს-ანჯელესის პოლიცია ჯერ კიდევ იძიებს.

41 წლის კობი ბრაიანტი კალიფორნიაში ავიაკატასტროფაში 26 იანვარს დაიღუპა. მასთან ერთად ავიაკატასტროფას კიდევ 8 ადამიანი, მათ შორის კალათბურთელის 13 წლის ქალიშვილი ემსხვერპლა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×