რეზონანსი
01.02.2020

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა, ნინო შუბლაძემ მოულოდნელად ინფარქტი გადაიტანა. სამედიცინო ჩარევით ყველაფერმა ჩაიარა, თუმცა ნინოს სტენტირება დასჭირდა.

„ასე ყოჩაღად დავტოვე საავაფმყოფო და დავბრუნდი სახლში! რომ არა სოფოს უსწრაფესი გადაწყვეტილება და რომ არა Helsicore-ის არაჩვეულებრივი ექიმების პროფესიონალიზმი და რომ არა ღმერთი, რომელმაც, უბრალოდ, გადაწყვიტა რომ უნდა მეცოცხლა და ალბათ, რომ არა ჩემი დაბადების დღე - ნინოობა და ჩემი მფარველი წმინდა ნინო - დღეს ვერ გეტყოდით რომ ცხოვრება გრძელდება და ძალიან მიყვარხართ! 

დიდი, დიდი მადლობა ყველას ვინც წუხდით, მგულშემატკივრობდით და მაძლიერებდით თქვენი მოკითხვებით, სიყვარულით და თბილი სიტყვებით ! მალე დაგიბრუნდებით ძველებურად ენერგიული და მოყოჩაღებული“, - წერს ნინო შუბლაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×