რეზონანსი
01.02.2020

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მისი მეუღლე ანა ჯაბაური საუბრობს:

“საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, მოკლედ მოგახსენებთ ცოტნეს რეალური მდგომარეობის შესახებ, ახლა უკვე ცოტნეს პალატიდან. ცოტნეს სამკურნალო ნარკოზი მოხსნილი აქვს, დაახლოებით, ორი კვირაა და შესაბამისად, მისი გაღვიძებაც სწორედ მაშინ მოხდა. ეს ფაქტი ცნობილი არ იყო ინფორმაციის გაცემის აკრძალვის გამო.

ამჟამად, ზემოაღნიშნული აკრძალვა მოხსნილია, შესაბამისად, გაღვიძების შესახებ ინფორმაცია გახმაურდა. ცოტნეს მდგომარეობა ძალიან ნელა, მაგრამ მაინც უმჯობესდება, შეინიშნება დადებითი დინამიკა. მართვით სუნთქვაზე თითქმის აღარაა (იშვიათად გადაჰყავთ მცირე ხნით, ცოტნეს დასუსტებული ორგანიზმის დასასვენებლად). მიუხედავად იმისა, რომ ექიმების თქმით, ჯერჯერობით იგი მხოლოდ ტკივილზე რეაგირებს, მასთან ჩემი დაკონტაქტებისთანავე მეც და მედპერსონალმაც ემოციის გამოხატვის აშკარა ნიშნები შევნიშნეთ ცოტნეს, რის გამოც ექიმებმა მირჩიეს, ნაცვლად პაციენტის ნახვის დაწესებული ერთი საათისა, მასთან მთელი დღე გავატარო ხოლმე. ასე რომ, ცოტნეს ღვიძავს უკვე არაერთი დღეა და ნელ-ნელა იბრუნებს ფუნქციებს. წინ კიდევ ბევრი ბრძოლაა, თუმცა ცოტნეს გამარჯვების იმედი ნამდვილად გვაქვს“, - აცხადებს ანა ჯაბაური.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×