რეზონანსი
31.01.2020

ამ წუთებში, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ "მთავართან" საუბარში განაცხადა, რომ 20 კვლევა ჩატარდა და არც ერთზე პასუხი არ არის დადებითი, ამიტომ გადაიგზავნა ნიმუშები გერმანიაში და ხვალ გვექნება პასუხი:

თენგიზ ცერცვაძე:

"თეორიულად რჩება იმისი შანსი, რომ შესაძლებელია მათი დაავადება გამოწვეული იყოს კორონავირუსით"

ვერ ვიკვლევთ ლაბორატორიულად, ამიტომ ვცდილობთ გამორიცხვის მეთოდით, მივხვდეთ. შესაბამისად, იმის შანსიც, რომ პაციენტს გრიპიც ჰქონდეს და კორონავირუსიც - დიდია.

მადლობა თენგიზ ცერცვაძეს სიმართლისთვის, ჩვენ ვიმსახურებთ, რომ ვიცოდეთ სიმართლე, ვისაც საშუალება აქვს, იმ ქვეყანაში წავა, რომელი ქვეყანაც მზადაა და ვინც ვერ და არ წავა - ერთად მოვთხოვთ ხელისუფლებას, მოემზადოს საფრთხისთვის და ითხოვოს დახმარება!

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×