რეზონანსი
31.01.2020

„ნაციონალური მოძრაობის" წევრ ლევან ხაბეიშვილს საქალაქო სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. მას საკრებულოს დეპუტატ ირაკლი ზარქუას მიმართ განხორციელებული ძალადობის გამო ბრალი დღეს სსკ-ის 126-ე მუხლით წაუყენეს.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილსა და ირაკლი ზარქუას შორის დაპირისპირება საკრებულოში 24 იანვარს მოხდა. , რაზეც ლევან ხაბეიშვილს ბრალი სსკ-ს 126-ე მუხლით წარედგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ დღესვე, საკრებულოს დეპუტატებს - თარაზ შურღაიას, ალექსანდრე ხუჯაძესა და ავთანდილ ცინცაძეს - ხაბეიშვილის ცემის გამო, სასამართლომ 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×