რეზონანსი
31.01.2020

შინაური ცხოველის მიმართ სამართალდარღვევის ფაქტი 8 ლარით ჯარიმდება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს" ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში განუცხადეს.

„როცა ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა, მათ შორის მოვლა პატრონობის წესის დარღვევა, მაგალითად, როცა შინაური ცხოველი არ ჰყავთ რეგისტრირებული, ამ შემთხვევაში პატრონი პირველად ჯარიმდება 8 ლარით, განმეორებითი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში კი ჯარიმა 50 ლარს შეადგენს", - განგვიმარტეს ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოში.

„იმ შემთხვევაში თუკი შინაურ ცხოველს მიადგება ტანჯვა, საქმე შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცემა", - ამბობენ სააგენტოში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×