რეზონანსი
31.01.2020

ბრიტანეთი ევროკავშირს დღეს, თბილისის დროით 03:00 საათზე დატოვებს. ბრიტანეთის პრემიერი ბორის ჯონსონი გემგავს, რომ "ახალი ეპოქის" დაწყებასთან დაკავშირებით, ინგლისის მოსახლეობას სიტყვით მიმართოს.

დღეიდან Brexit-თან დაკავშირებით, 3 მილიონამდე საიუბილეო მონეტა ჩაეშვება მიმოქცევაში.

გაერთიანებული სამეფო ევროკავშირს 47 წლის წინ შუერთდა. ის არის პირველი ქვეყანა, რომელიც ბლოკს დატოვებს. ბრიტანეთის დროშა ჩამოშორდება ევროკავშირის ინსტიტუციებს როგორც ბრიუსელში, ასევე - სტრასბურგში.

დღეიდან, 11 თვის მანძილზე ბრიტანეთი ევროკავშირთან გარდამავალ პერიოდში ითანამშრომლებს, რომლის დროსაც ქვეყანამ 27 წევრი სახელმწიფოს მიერ შეთანხმებული სავაჭრო ხელშეკრულებების გაფორმება უნდა მოახერხოს.

Brexit

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×