რეზონანსი
31.01.2020

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებით, 2020 წელს სამაგისტრო გამოცდაზე სხვადასხვა ტიპის ტესტი აღარ იქნება. მაგისტრანტობის კანდიდატები ერთ ტესტს ჩააბარებენ, რომელიც კვლავ შედგენილი იქნება ოთხი ნაწილისგან: წაკითხულის გააზრება, ანალიტიკური წერა, ლოგიკური მსჯელობა, რაოდენობრივი მსჯელობა. ამავე დროს ანალიტიკური წერისა და რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცვლილებები იგეგმება.

როგორც ცენტრი აცხადებს, წაკითხულის გააზრებისა და ლოგიკური მსჯელობის ნაწილები დარჩება ისეთივე, როგორიც 2017-2019 წლების ტესტებში იყო. ანალიტიკური წერის ნაწილში კვლავ ორი დავალება დარჩება, თუმცა აღარ იქნება სამართლის მიმართულებაზე სწავლის გაგრძელების მსურველებისათვის განკუთვნილი სპეციფიკური დავალება.

ხოლო რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილი გახდება საშუალო სირთულის. ცენტრი განმარტავს, რომ რაოდენობრივი მსჯელობის ნაწილში ცენტრი შესთავაზებს მაგისტრანტობის კანდიდატებს 2017-2019 წლების ტესტებში გამოყენებული რთული და მარტივი ვარიანტების გასაშუალოებულ ვერსიას.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×