რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ანიტა ფაცაციას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახს უსამძიმრებს.

„ძალიან დამამწუხრა პატარა ანიტას გარდაცვალების ამბავმა. ვუსამძიმრებ ანიტას მშობლებს, ოჯახის წევრებს და იმ მილიონობით ადამიანს, რომლებიც ამ ხნის განმავლობაში გულშემატკივრობდნენ პატარა ანიტას. ჩვენ ყველამ ერთად ვიბრძოლეთ მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ დავმარცხდით ამ ვერაგი დაავადების წინაშე. ანიტას შემთხვევამ დაგვანახა, თუ რა დიდი ძალა აქვს ერთად დგომას. გამძლეობას ვუსურვებ მის ოჯახს ამ მძიმე წუთებში!, - წერს ზალკალიანი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ ყველასთვის საყვარელი ანიტა ფაცაცია გუშინ საღამოს გარდაიცვალა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×