რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) სტამბოლის პოლიციამ ე.წ. რუსული მაფიის წინააღმდეგ ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავა.

თურქული მედიის ინფორმაციით, სტამბოლის პოლიციის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის განყოფილებამ, სპეცოპერაციის დროს საერთო ჯამში 16 ადამიანი დააკავა, მათ შორის რუსეთის ერთი, უკრაინის სამი, საქართველოს ოთხი და აზერბაიჯანის რვა მოქალაქე.

სპეცოპერაციის ადგილზე პოლიციამ 11 პისტოლეტი, „აკ 47"-ის ტიპის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და 222 ტყვია აღმოაჩინა.

დაკავებული ეჭვმიტანილები სტამბოლის პოლიციის დეპარტამენტში გადაიყვანეს.

წინასწარი მონაცემებით, დაჯგუფების ლიდერი წარმოშობით უკრაინელი ანდრი მალია, ეჭვმიტანილები კი თურქეთში აზერბაიჯანული დაჯგუფების ლიდერის, ნადირ სალიფევის და მისი დაჯგუფების წევრების ლიკვიდაციის მიზნით ჩავიდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×