რეზონანსი
31.01.2020

შპს „ენგურჰესი“ დღეისათვის არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განმარტებებს აკეთებს. 

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, აფხაზეთმა ელექტროენერგიის შეზღუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. 

“საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გამო, გვინდა ენგურჰესში დღეისათვის არსებულ სიტუაციასთან დაკავშირებით განმარტება გავაკეთოთ. 

დღევანდელი მდგომარეობით, ენგურჰესის წყალსაცავში წყლის დონე 439 მეტრს შეადგენს. შესაბამისად, დარჩენილი რესურსის და მდინარის შემოდინების გათვალისწინებით, ენგურჰესი და ვარდნილჰესი აფხაზეთის მოხმარების სრულ დაფარვას ვერ ახერხებს. სწორედ ამიტომ, აფხაზურმა მხარემ ელექტროენერგიის შეზღუდვა დაიწყო და 4-საათიანი მარაოსებრი გრაფიკი დააწესა. 

აღსანიშნავია, რომ ენგურჰესის წყალსაცავში წყლის მინიმალური დონე 420 მეტრია. როდესაც წყალი ამ ნიშნულს მიუახლოვდება, ჰესის მუშაობა შეიზღუდება, რაც დღე-ღამეში, შემოდინების შესაბამისად, მხოლოდ რამდენიმესაათიან დატვირთვას გულისხმობს”, - ნათქვამია შპს „ენგურჰესის“ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×