რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) თურქეთის, ქალაქ კაისერში, ავტომობილში ჩაცხრილულ სამ ქალთან დაკავშირებით, ადგილობრივი მედია დეტალებს ასაჯაროვებს.

მედიის ინფორმაციით, სამი ქალი, რომელთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქე 53 წლის, ირმა კრავეიშვილია, გვიან ღამით, მანქანაში იმ დროს ჩაცხრილეს, როდესაც ისინი სახლში ბრუნდებოდნენ.

ინციდენტი ერთ-ერთ ღამის კლუბთან მოხდა, სადაც ქალები მუშაობდნენ.

ირმა კ.-სთან ერთად მანქანაში 37 წლის ასლი ა; და 28 წლის ილდიზი იმყოფებოდა. უცნობია მანქანის მისამართით ერთმა თუ რამდენიმე პირმა გახსნა ცეცხლი.

სამივე ქალი მძიმედ დაიჭრა, თუმცა საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ, საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა.

როგორც „კვირას" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, მომხდარის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია, თუმცა ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საკონსულო ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - აღნიშნეს საგარეო უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×