რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) იტალიამ კორონავირუსის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობამ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 30 იანვარს იტალიაში ჩასულ ორ ტურისტს კორონავირუსი აღმოაჩნდა.

ტურისტები რომში რამდენიმე დღის წინ ჩავიდნენ. იტალიამ ჩინეთთან ფრენებიც შეაჩერა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის გამო საერთაშორისო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. საგანგებო რეჟიმის გამოცხადების მთავარ მიზეზად კი იმ ქვეყნების დაცვა დასახელდა, რომლებიც შეიძლება კორონავირუსთან გამკლავება თავად ვერ შეძლონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×