რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) რუსეთში ახალი ტიპის კორონავირუსისგან დაინფიცირებულთა ორი შემთხვევა გამოვლინდა.

გამოცემა „მედუზას" ცნობით, ვირუსი ტიუმენის ოლქის კლინიკაში ორ პაციენტს დაუდგინეს. არსებული ინფორმაციით, დაინფიცირებულები ჩინეთის მოქალაქეები არიან.

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია, ხოლო დაინფიცირებულთა რაოდენობა თითქმის 10,000-ია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×