რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) თურქეთში, ქალაქ კაისერში ქართველი ემიგრანტი ქალი, ირმა კრავეიშვილი სხვა პირებთან ერთად, მანქანაში ჩაცხრილეს.

არსებული ინფორმაციით, ირმა კრავეიშვილი მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაიცვალა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა, მომხდარის შესახებ თურქეთში საქართველოს საკონსულო ინფორმირებულია, თუმცა ოფიციალური შეტყობინება არ შესულა.

„საკონსულო ოჯახის ახლობელთან არის კომუნიკაციაში, ისევე როგორც თურქეთის შესაბამის უწყებებთან", - განაცხადეს „კვირასთან" საგარეო უწყებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×