რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) „რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს" - ამის შესახებ ინფორმაციას იურისტი კახა კოჟორიძე სოციალურ ქსელში დაწერა.

კახა კოჟორიძის განცხადებით, ეს ბრძოლა აუცილებლად მათი გამარჯვებით დასრულდება.

„რუსთავი 2-ის საქმეზე ინფორმაცია: ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი სასამართლოში კვლავ წარმოებაშია მიღებული და რუსთავი 2-ის 60% წილს კვლავ ყადაღა ადევს. ასე რომ, ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა აუცილებლად წარმატებით დასრულდება!

პ.ს. 2 კვირის წინ სასამართლომ განცხადება გაავრცელა იმის შესახებ, რომ რუსთავი 2-ის საქმე განუხილველი დარჩა და ყადაღა გაუქმდა. მაგრამ 2 დღის წინ სარჩელი რომ წამოებაში იქნა მიღებული და ყადაღა ისევ დაედო, სპეციალურად დაველოდე, მაგრამ ამის შესახებ არაფერი თქვა. როგორც ჩანს, სასამართლომ მხოლოდ განუხილველად დატოვება მიიჩნია საზოგადოებისათვის საინტერესო ინფორმაციად" - წერს კახა კოჟორიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×