რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვინაიდან კორონავირუსის ახალი ტიპი დაახლოებით ერთი თვის წინ დაფიქსირდა, ჯერჯერობით ამ ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

მისივე თქმით, მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები.

ამასთან, იმნაძის განცხადებით, ამერიკელი მეცნიერები ფიქრობენ, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, ადამიანი არასპეციფიკურად დაიცვას აღნიშნული დაავადებისგან.

„ვირუსი არის სულ რაღაც ერთი თვის. მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევები. ძალიან ბევრი მოსაზრება, თეორიები გამოითქვა. ერთ-ერთი თეორია არის ამერიკელი მეცნიერებისა, რომ წითურას ვაქცინას შეუძლია, არასპეციფიკურად დაიცვას ამ დაავადებისგან. ასეთი მოსაზრება არის, ვინაიდან ბავშვები ნაკლებად ავადდებიან, ბავშვებში მძიმე შემთხვევები საერთოდ არ არის, ასევე ახალგაზრდებში. გარდაცვლილთა უმრავლესობა 70 წელს გადაცილებული ადამიანებია, რომლებსაც სხვა ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ. მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ყველაფერი ჯერ არ არის გამყარებული მეცნიერული მტკიცებულებებით, ამიტომ, ამ თეორიებზე ლაპარაკი ჯერ არ შემიძლია" ,- აღნიშნა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×