რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) ძმებ გიორგი და დავით ფეიქრიშვილების მკვლელობის მომზადების საქმეზე ამოღებული ასაფეთქებელი მოწყობილობა ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტის, ვატო ყიფიანის შეკვეთით არის დამზადებული, - აღნიშნულის შესახებ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, საქმის პროკურორმა გიორგი კავსაძემ განაცხადა.

როგორც პროკურორი განმარტავს, ის, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ვატო ყიფიანმა შეუკვეთა, ეს საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, ასევე სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

„გამოძიება გრძელდება და მიმდინარეობს არამარტო საქართველოში, არამედ უკრაინაში. მოგეხსენებათ, რომ უკრაინელი და ქართველი სამართალდამცავების მჭიდრო მუშაობის შედეგად იქნა ეს დანაშაული გამოვლენილი. პირდაპირ ვერაფერს გეტყვით, თუმცა, შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი შემკვეთი უკრაინაში დაკავებულია, ის უკრაინის მოქალაქეა. ვატო ყიფიანს რაც შეეხება, შემიძლია გითხრათ, რომ საქმის მასალებით, რაც აქ გვაქვს, ასაფეთებელი მოწყობილობა, რომელიც ჩვენ მიერ გამოძიების პროცესში ამოღებული იქნა, სწორედ მისი შეკვეთით არის დამზადებული", - აცხადებს კავსაძე.

თუ რა მოტივი ჰქონდათ ძმებ ფეიქრიშვილიების მკვლელობის მომზადების საქმეში შემკვეთებს, ან შემსრულებლებს, ამასთან დაკავშირებით, პროკურორი არ საუბრობს.

რაც შეეხება იმ ფაქტს, დაიწყება თუ არა ვატო ყიფიანის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა, კავსაძე აცხადებს, რომ „ყველას მიმართ, ვატო ყიფიანიდან დამთავრებული, ვის მიმართაც საკმარისი მტკიცებულებები იქნება, სისხლისამართლებრივი დევნა დაიწყება".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×