რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) იტალიაში, ქალაქ ბარიში ქართველი ემიგრანტი, ეკა არჩვაძე გარდაიცვალა.

"გარდაიცვალა ემიგრანტი იტალიაში, ქალაქ ბარიში - ეკა არჩვაძე. საშინელება დატრიალდა, უკეთილშობილესი, ძალიან კარგი ადამიანი დავკარგეთ. 8 წელი იმყოფებოდა ემიგრაციაში. სამსახურიდან ბრუნდებოდა და დიდი სისწრაფით მომავალმა მანქანამ ადგილზე მოკლა სანიკოლას ეკლესიის გზაზე. სასწრაფო მოვიდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ უკვე გარდაცვლილი იყო", - წერს შოთო სიხარულიძე.

„ბარის მთელი ემიგრანტები შოკში ვართ, საოცარად კეთილშობილი ადამიანი იყო. დაუჯერებელია, შემზარავ ავარიას ემსხვერპლა ჩვენი ეკა. სიტყვებს ვერ ვპოულობთ, საცოდაობა ტრიალებს აქ", - წერენ ემიგრანტები.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×