რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე მოსამართლემ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა და ძმები ფეიქრიშვილების ლიკვიდაციის მზადების საქმეზე ბრალდებულ პირებს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდათ.

ადვოკატები ბრალდებულებისთვის გირაოს შეფარდებას ითხოვდნენ, თუმცა სასამართლომ პროკურატურის არგუმენტები გაიზიარა მიმალვისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხის ნაწილში.

ბრალდებულების ნაწილი გამოძიებასთან თანამშრომლობს.

წინასასამართლო სხდომა ექვსი პირის საქმეზე 26 მარტს ჩაინიშნა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში ორი პირის შეკვეთილი მკვლელობა იგეგმებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×