რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) ქალაქ უხანში ამ ეტაპზე პანიკა არ არის და ხალხი ცდილობს, ცხოვრება ჩვეულ რეჟიმში განაგრძონ, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ჩინეთში მყოფმა საქართველოს მოქალაქემ, ნინო კალანდიამ განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, გარეთ გასვლისგან თავს იკავებს, თუმცა, რამდენადაც მისთვის ცნობილია, ქალაქში მაღაზიები მუშაობს.

„ამ ეტაპზე ვიმყოფები უხანში. ქალაქში არ შეიმჩნევა პანიკა, მეტ-ნაკლებად ხალხი ცდილობს, განაგრძოს ცხოვრება ჩვეულ რიტმში, თუმცა ასევე ყველა ცდილობს, მაქსიმალურად დაიცვას უსაფრთხოების წესები. მე გარეთ არ გავდივარ, შესაბამისად, არ ვიცი მაღაზიების მდგომარეობა, მაგრამ რამდენადაც ჩემმა მეგობრებმა მითხრეს, მაღაზიები მუშაობენ. ჯანმრთელობის მდგომარეობას რაც შეეხება, მეც და სხვა ქართველებიც, ვისთანაც გვაქვს კონტაქტი, რამდენადაც ვიცი, ყველა ჯანმრთელად არის", - განაცხადა ნინო კალანდიამ.

ქალაქ უხანში საქართველოს ხუთი მოქალაქე იმყოფება. როგორც ჩინეთში საქართველოს ელჩი აცხადებს, მათი ევაკუაცია უახლოეს პერიოდში იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×