რეზონანსი
31.01.2020

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ექიმი ლადო კახაძე კორონავირუსის გადაცემის გზებზე საუბრობს:

„ვირუსი წვეთოვანი გზით გადაეცემა. მაგალითად, საუბრის დროს, დაცემინების ან დახველების დროს. ის ადამიანი, რომელიც თვლის, რომ შესაძლოა ჰქონდეს ვირუსი, პირბადით უნდა იაროს. 

ასევე ფრთხილად უნდა იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც პროფესიულად ვირუსის მქონე ადამიანებთან ევალებათ შეხვედრა. ექიმები, ასევე ჟურნალისტებიც, რომლებსაც უამრავ ადამიანთან უწევთ შეხება. თავშეყრის ადგილებში შესაძლებელია ერთმა ადამიანმა მეორეს საფრთხე შეუქმნას, ამიტომ თავის დაცვა აუციელებელია.

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია საჭიროების შემთხვევაში ყველაფრით დაგვეხმარება. გუშინ პროფესიონალს ვუსმინე. მან თქვა, რომ არის ქვეყნები, მაგალითად ამერიკა და გერმანია, რომელსაც მსგავს შემთხვევებთან ბრძოლის კარგი პრაქტიკა აქვთ.  ჩვენც გვაქვს იმედი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის, რომ თუ სადმე კარგი პრაქტიკა დაფიქსირდა, მზად ვართ მივიღოთ ეს დახმარება“, - განაცხადა კახაძემ. 

ჩინეთში, ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობამ 213-ს მიაღწია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×