რეზონანსი
31.01.2020

(რეზონანსი) „კობახიძე რატომ არ გააგდეთ და მე რატომ გამაგდეთ პარტიიდან?",- ამის შესახებ ერეკლე კუხიანიძემ საკრებულოში განაცხადა.

მისი თქმით, იგი მასმედიის მხრიდან იბლოკება.

„რატომ არ გააგდეთ კობახიძე პარტიიდან? ისევ პარტიაში ზის და ბიძინა ივანიშვილის გვერდით ზის. რატომ ვერ იტანს ეს პარტია იმას, რომ კორუფციის წინააღდეგ მებრძოლი ადამიანი რაღაცას ამბობს?", - განაცხადა ერეკლე კუხიანიძემ.

მისივე თქმით, მასმედია მას ბლოკავს და მასთან ურთიერთობა არავის აწყობს.

შეგახსენებთ, თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების" წევრმა ერეკლე კუხიანიძემ საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი პროვოკაციაში დაადანაშაულა. მსგავსი შინაარსის კრიტიკული პოსტი კუხიანიძემ პირად ფეისბუქზე მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც გაფრინდაშვილის ოჯახმა ოცნების ორგანიზებულ ღონისძიებაზე თქვა, რომ ზეიმის დრო არ არის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×