რეზონანსი
30.01.2020

ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს - ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში ისაუბრა. მისი თქმით აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს.

"გრძელდება ჩინეთიდან საქართველოში ადამიანების ჩამოსვლა. საქართველოს ხელისუფლება უკიდურესად უპასუხისმგებლოდ იქცევა. ჩვენი შვილები ამ დაავადების რისკის ქვეშ არიან. დღესვე უნდა აიკრძალოს ჩინეთის მოქალაქეების შემოსვლა საქართველოში ნებისმიერი გზით. ჩინეთის არცერთი მოქალაქე საქართველოს მიწაზე ფეხს არ უნდა ადგამდეს, სანამ არის ეპიდემიის საფრთხე" - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×