რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ჩინეთის არასრულწლოვან მოქალაქეებს A ტიპის გრიპი აღმოაჩნდათ - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა. მათ ჩვეულებრივი, სტანდარტული მკურნალობა უტარდებათ.

ჩინეთის 9 მოქალაქე ყაზბეგიდან თბილისში დღეს ჩამოიყვანეს. მათგან ორს, არასრულწლოვან ტყუპებს, ტემპერატურის მომატება აღენიშნებოდა და ისინი საავადმყოფოში გადაიყვენეს.

ცერცვაძის თქმით, დანარჩენ 7 მოქალაქეს სიმპტომები არ აღენიშნებოდა და ისინი ბინაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×