რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) სანდო წყარომ მამცნო, რომ ცოტნე გააღვიძეს - ამის შესახებ კონსტანტინე გამსახურდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

„დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადექვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია" - წერს კონსტანტინე გამსარხუდია.

შეგახსენებთ, რომ ცოტნე გამსახურდია 19 დეკემბერს დაჭრეს. მას თავდაპირველად, ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობდნენ, შემდეგ კი თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. გამსახურდიას დაჭრის ფაქტზე 4 პირია დაკავებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×