რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში მწვავე რესპირატორული სიმპტომებით ჩინეთიდან ჩამოსული 24 წლის ახალგაზრდა იმყოფება, ის საქართველოს მოქალაქეა, - ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ინფექციური საავადმყოფოს გენერალურმა დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, პაციენტი ე.წ. ბოქსირებულ განყოფილებაშია მოთავსებული და შესაბამისი კვლევები უტარდება.

როგორც ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი აცხადებს, ახალგაზრდა თავად მივიდა კლინიკაში, რადგან მაღალი ტემპერატურა და ყელის ტკივილი აღენიშნებოდა.

როგორც კლინიკაში განაცხადეს, პაციენტი ჩინეთში მუშაობს და საქართველოში აზერბაიჯანის გავლით ჩამოვიდა.

ცერცვაძის თქმით, სავარაუდოდ, მას სხვა ტიპის ვირუსი აქვს და არა კორონავირუსი, თუმცა ექიმების დაკვირვების ქვეშ დარჩება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×