რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია "მთავარი არხის" ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებენ.

დღესვე გადაისინჯება გიორგი რურუას მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.

„თქვენი საცხოვრებელი ადგილი?" - მიმართა მოსამართლემ გიორგი რურუას, რასთან დაკავშირებითაც, რურუამ უპასუხა, რომ მისი საცხოვრებელი - „ბიძინას ციხეში, გლდანშია".

შეგახსენებთ, გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×