რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირება მოხდა. ტელეკომპანია „მთავარი არხის" დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას უცნობი პირები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

სიტუაცია სასამართლოს მანდატურის სამსახურმა განმუხტა. რის შემდეგაც პოლიციამ სამი პირი სასამართლოს ტერიტორიიდან განარიდა.

„ჩემს გზაზე მოვდიოდი და გვერდიდან მოვიდა. არ დამინახავს ვინ იყო, მაგრამ დედას ****ავ. არ ვიცი ვინ არის, აუცილებლად გავიგებ. ცხვირისა და თვალის არეში მივიღე დაზიანება" - განაცხადა გვარამიამ.

სასამართლოში „მთავარი არხის" მეწილის, გიორგი რურუას პროცესი იმართება, ნიკა გვარამია კი მისი უფლებადამცველია. პროცესის პარალელურად "ევროპული საქართველოს" წევრები სასამართლოსთან აქციას მართავენ.

გიორგი რურუა პოლიციამ 2019 წლის 18 ნოემბერს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავა, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

მედიაში 24 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოლიტიკოს ნიკა რურუას ძმამ გიორგი რურუამ „მთავარის" მეწილისგან კახა ანჯაფარიძისგან 2.5%-იანი წილი იყიდა, რაშიც, როგორც ნასყიდობის ხელშეკრულებაშია მითითებული, 2 500 ლარი გადაიხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×