რეზონანსი
30.01.2020

(რეზონანსი) ჩვენთან ჯერჯერობით ინფიცირებული არ დაფიქსირებულა. პანიკის საფუძველი არ არის, მაგრამ სერიოზული მზადება არის ქვეყანაში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, იყო გავრცელებული გარკვეული ინფორმაცია პატარა ბავშვთან დაკავშირებით, თუმცა, გრიპი არ აღმოჩნდა.

„ბათუმში 2 ჩინელზეც იყო საუბარი. არაფერი დადასტურდა ლაბორატორიულად. მხოლოდ 37 გრადუსი იყო პირველ დღეს და მეორე დღეს ნორმაში იყო. დღეს მოგეხსენებათ, 37 გრადუსი არ ითვლება სიცხედ", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პირები იზოლაციის პირობებში გამოკვლევას არ საჭიროებენ, რადგან მათ არ ჰქონდათ კორონავირუსის კლინიკური ნიშნები.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×