რეზონანსი
30.01.2020

ზვიად გამსახურდიას შვილის, ცოტნე გამსახურდიას მეუღლეს დაჭრილის ნახვის საშუალება მისცეს. ანა ჯაბაურის ინფორმაციით, მან შეძლო თურქეთის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას სამედიცინო ისტორიის ნახვაც.

ცოტნე გამსახურდია ისევ კომაშია. ის თითქმის ერთი თვეა თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს.

"დამიშვეს ცოტნესთან, იძულებულნი გახდნენ მოეხსნათ აკრძალვა", - განაცხადა ცოტნე გამსახურდიას მეუღლემ ანა ჯაბაურმა განუცხადა.

28 იანვარს ცოტნე გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენელმა განაცხადა,რომ მანანა არჩვაძეს ცოტნე გამსახურდია მეუღლისა და საზოგადოებისგან იზოლაციაში ჰყავს და თქვა, რომ ჯაბაურს მეუღლის ნახვას საქართველოს პრეზიდენტის წერილის საფუძველზე უკრძალავდნენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×