რეზონანსი
29.01.2020

კორონავირუსის პრევენციის ზომები ყოველდღიურად მკაცრდება საქართველოში. დღეს ჩინეთთან ავიამიმოსვლა ოფიციალურად შეწყდა. ტრანზიტული რეისებით შემოსულ მოქალაქეებს კი შესაბამისი შემოწმება უტარდებათ.

განსაკუთრებული მონიტორინგია ჩინელების ჩასახლების ადგილებში. კორონავირუსის გავრცელების გამო, ამ ეტაპზე, საქართველოში ნაკლებად სარგებლობენ გამოწერის სერვისითაც, იმის შიშით, რომ ამანათი ლეტალური ვირუსის გამავრცელებელი არ იყოს.

დაავადებათა კონტროლის ერონულ ცენტრში განმარტავენ, რომ ამანათი ვირუსის გადამტანი, მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, არ შეიძლება იყოს. ამ დროისთვის გავრცელებული დაავადება აირწვეთოვანი გზით გადადის და საგანზე მოხვედრის შემთხვევაში მალევე კვდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×