რეზონანსი
29.01.2020

შესაძლოა, საქართველოში 19 კილომდე მარიხუანას დათესვა/მოყვანა ნებადართული გახდეს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე შესულია პოლიტიკური მოძრაობა “გირჩის” სარჩელი, რომელიც კანაფის კულტივირებისთვის პატიმრობის გაუქმებას ითხოვს. სასამართლოში „გირჩის“ წევრებმა სარჩელი ბრალდებულ ავთანდილ მეტრეველის სახელით შეიტანეს.

კანონმდებლობით, 266 გრამამდე ოდენობის ნარკოტიკული საშუალების კულტივირებისთვის თავისუფლების აღკვეთა არ ხდება. თუმცა, “გირჩი” ახალი სარჩელით ითხოვს, რომ ეს რაოდენობა გაიზარდოს 19 000 გრ-მდე, ანუ 19 კილომდე მარიხუანას  კულტივირებაზე სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა აღარ უნდა იყოს გამოყენებული.

თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ პირი, რომელსაც 19 კილო კანაფს მოიყვანს, სრულად თავისუფალი იქნება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან. “გირჩის” საკონსტიტუციო სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, პირს, შესაძლოა, დაეკისროს არასაპატიმრო სანქცია და დარჩეს ნასამართლევის სტატუსი, თუმცა ის ციხეში არ წავა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×