რეზონანსი
29.01.2020

ბათუმში ორ ჩინელ მეზღვაურს აკვირდებიან, მათ მწვავე რესპირაციული დაავადებებისთვის დამახასიათებელი ან საეჭვო კლინიკური ნიშნები არ აღენიშნებოდათ, თუმცა ტემპერატურა ჰქონდათ მომატებული, ამიტომ მედიკოსებმა პრევენციისთვის მიიღეს გადაწყვეტილება, რომ ბიოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა ჩატარებულიყო.

ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძე ადასტურებს, თუმცა ამბობს, რომ კლინიკურად გამოვლენილი ჯერ არაფერია:

"გუშინ ისინი ჩვენმა საგანგებო დეპარტამენტის სპეციალისტებმა მოინახულეს. დღეს დილას ანალიზები აუღეს, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება ყველა ტიპის კორონავირუსზე, რისი საშუალებაც გვაქს და ასევე, სხვა რესპირატორულ ვირუსებზე, მაგრამ კლინიკურად გამოხატული არაფერია" - აღნიშნა გამყრელიძემ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×