რეზონანსი
29.01.2020

ქობულეთში დედამთილი რძლის ცემისთვის გაასამართლეს. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა 80 საათით საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა შეუფარდა ბრალდებულს.

საქმის მასალებით ირკვევა, რომ ქალმა თავის რძალს, ვისთან ერთადაც ცხოვრობდა, „ხელის სახის არეში დარტყმით და ხელის კისერში მოჭერით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რის შედეგადაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი".

ბრალდებულმა სასამართლოში თავი დამნაშავედ მიიჩნია.

ხსდომაზე პროკურორმა წარმოადგინა ექსპერტიზის დასკვნაც, რომლის მიხედვითაც ქალს აღენიშნებოდა „ნაჭდევები კისრის არეში. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის მოქმედებით..."

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×