რეზონანსი
29.01.2020

ჰონგ-კონგის უნივერსიტეტის მკვლევარებმა და მეცნიერებმა გამოიგონეს ვაქცინა კორონავირუსის შესაჩერებლად- ამის შესახებ ინფორმაციას სასწავლებლის დაავადების კონტროლის ექსპერტი აცხადებს ჩინური მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში.

„ჩვენ უკვე შევმქმენით ვაქცინა, თუმცა მას დიდი დრო დასჭირდება სანამ ცხოველებზე გამოიცდება. მისი თქმით, ანტიდოტის გამოცდებს რამდენიმე თვე დასჭირდება, ხოლო შემდეგ კი უშუალოდ ადამიანებზე გამოიცდება" ,- განაცხადა მკვლევარმა იუენმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთლობის დაცვის ორგანიზაციის ოფიციალური პირებიც აცხადებენ, რომ ჩინელი ექსპერტების პარალელურად, ისინიც მუშაობენ მომაკვდინებელი ვირუსის წინააღმდეგ ვაქცინის დამზადებაზე. ამერიკის მთავრობა დაინტერებსებულია, რომ მისმა სპეციალურმა ჯგუფებმა შეისწავლონ დაუმუშავებელი ინფორმაციების საფუძველზე პათოგენი, რომელმაც უკვე 132 ადამიანი მოკლა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×