რეზონანსი
29.01.2020

მალხაზ მაჩალიკაშვილი ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან შეუძლოდ გახდა. მან გონება დაკარგა. 

ის პარლამენტში შესვლას ცდილობდა. ის თინა ბოკუჩავას ბრიფინგს უნდა დასწრებოდა, თუმცა მას  შენობაში არ უშვებდნენ.  სამრთალდამცველების მხრიდან წინააღმდეგობის გაწევას მალხაზ მაჩალიკაშვილის გაღიზიანება მოჰყვა. 

შეუძლოდ მყოფ მაჩალიკაშვილთან ექიმები იმყოფებიან. მას პირველადი სამედიცინო დახმარება უტარდება. 

იგი პარლამენტის უკანა გასასვლელიდან გაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×