რეზონანსი
29.01.2020

გორში, მშვიდობის გამზირზე ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად 16 წლის ბიჭი გარდაიცვალა. ასევე, ავარიისას დაშავდა ერთი ადამიანი, რომელიც სასწრაფო დახმარების ჯგუფმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, ისიც მძიმე მდგომარეობაშია.

ავარიისას დაღუპული ბიჭი დათო წიკლაურია.  სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის წევრები ადგილზე ცდილობდნენ მოზარდისთვის სასუნთქი გზების ამუშავებას ხელოვნური სუნთქვის მეშვეობით, თუმცა მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე დაიღუპა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×