რეზონანსი
28.01.2020

ჩინეთი თანახმაა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO), რაც შეიძლება სწრაფად გაუგზავნოს საერთაშორისო ექსპერტები, რომ ახალი კორონავირუსის შესწავლა მოხდეს და გლობალურ დონეზე ეპიდემიის საწინააღმდეგო საპასუხო ზომები იქნეს მიღებული.

ორგანიზაციის სახელით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ აუცილებელია, სასწრაფოდ მოხდეს ვირუსის ადამიანიდან ადამიანზე გავრცელების უნარის შესწავლა, რომ სხვა ქვეყნების რჩევებით მომარაგება გახდეს შესაძლებელი.

შეგახსენებთ, დღეს ჩინეთის პრეზიდენტი კორონავირუსის ეპიდემიის საკითხზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს შეხვდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ამ შეხვედრის შემდგომი ნაბიჯია.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×