რეზონანსი
28.01.2020

გორში შინდისის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად 16 წლის ბიჭი დაიღუპა. როგორც ,,რეგიონულ კვირას" თვითმხილველმა განუცხადა, სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფის წევრები ადგილზე ცდილობდნენ მოზარდისთვის სასუნთქი გზების ამუშავებას ხელოვნური სუნთქვის მეშვეობით, თუმცა მედიკოსებმა დაშავებულის გადარჩენა ვერ შეძლეს და სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანამდე დაიღუპა.

გარდა მოზარდისა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი მგზავრი დაშავდა, რომელიც "გორმედის" კლინიკაშია გადაყვანილი და მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

შს სამინისტროში "რეგიონულ კვირას" განუცხადეს, რომ საქმის გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, თუმცა უწყებაში არ გამორიცხავენ, რომ მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×