
ხვალ, 28 იანვარს, კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ვაკის რაიონში, რამიშვილის ქ. N33-თან წყალსადენის ქსელზე გეგმურ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.
აღნიშნულთან დაკავშირებით მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ, 28 იანვარს, 23:55 საათიდან 29 იანვრის, დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
ვაკის რაიონში:
ჭავჭავაძის გამზირის ნაწილს, აბაშიძის და ფალიაშვილის ქუჩების ნაწილს, არაყიშვილის, კავსაძის, რამიშვილს, ბერძენიშვილს და მიმდებარე ქუჩებს.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.