რეზონანსი
28.01.2020

საქართველოში ჩინეთიდან ჩამოსულმა 22 წლის გოგომ სამედიცინო დაწესებულებას ვირუსის ნიშნებით მიმართა. ფაქტი კახეთის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობაში ადასტურებენ, რომ ჩინეთიდან ჩამოსულმა გოგო სამედიცინო დაწესებულებას ნამდვილად მიმართა.

„ახალგაზრდა ქალს აღენიშნება ვირუსის ნიშნები, თუმცა ჯერჯერობით, არ ვიცით, რა ტიპის ვირუსთან გვაქვს საქმე. მას აქვს მწვავე რესპირატორული ინფექცია, ეპიდემიოლოგები მუშაობენ, ყველაფერს დავადგენთ. დანიშნული აქვს მკურნალობა და ვაკვირდებით. ის არ იმყოფებოდა უხანის პროვინციაში, სხვა რეგიონიდან ჩამოვიდა“, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის კახეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა, ნელი ხიზანიშვილმა „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×