რეზონანსი
28.01.2020

ჩინეთში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 106-მდე გაიზარდა. პეკინის ეროვნული ჯანმრთელობის კომისიის თქმით, უკანასკნელი 6 გარდაცვლილი ვუჰანში, ჰუბეის პროვინციაში დააფიქსირეს. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსი სხვა ქვეყნებშიც აღმოაჩინეს, ადამიანთა დაღუპვის შესახებ ცნობები მხოლოდ ჩინეთის ტერიტორიაზე ფიქსირდება. 1 დღეში დაავადებულთა რაოდენობა 2835-იდან 4515-მდე გაიზარდა.

ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევა უკვე გერმანიაშიც გამოვლინდა.  ვირუსი ბავარიაში, მიუნხენიდან 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ შტარნბერგში დაფიქსირდა. დაავადებული მამაკაცია. მისი ეროვნება, სახელი და ასაკი არ გასაჯაროებულა. პაციენტი იზოლირებულია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმებმა შეამოწმეს ის პირებიც, ვისთანაც ინფიცირებულ მამაკაცს ბოლო პერიოდში კონტაქტი ჰქონდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×