რეზონანსი
27.01.2020

ფოთში, 4 იანვარს დაკარგული 24 წლის გოგა თავბერიძე გარდაცვლილი, პალიასტომის ტბასთან იპოვეს. ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ამ დღეების განმავლობაში იმედს არ კარგავდნენ, რომ ბიჭი გამოჩნდებოდა.

„არაფერი ხელჩასაჭიდი არ გვქონდა. დილას ჩვეულებრივ წავიდა სამსახურში, მამამ ნახა, მერე მეზობელმა... არაფრის გაჭირვება არ ჰქონდა ოჯახს და ისეთი გაზრდილი ჰყავდათ, თვალებში უყურებდნენ მშობლები, არაფერს არ აკლებდნენ, თვითონაც საუკეთესო ბუნების ბიჭი იყო, მეგობრებისთვის თავდადებული. რამდენიმე დღის წინ პოლიციამ რომ იპოვა მდინარე კაპარჭინასთან მისი ტელეფონი, ცოტა შეგვეეჭვა, მაგრამ იმედი არ დაგვიკარგავს, ეს რა დაემართა ოჯახს", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

შეგახსნებთ, გოგა თავბერიძე სახლიდან 4 იანვარს გავიდა და მას შემდეგ არავის უნახავს.

შსს-ში მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ახალგაზრდა ბიჭის ცხედარი ქუთაისში ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

წყარო: "პრაიმტაიმი"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×