რეზონანსი
27.01.2020

საქართველოში გრიპით დაინფიცირების შემთხვევები შემცირებულია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სტატისტიკის თანახმად, რომელიც გასული კვირის მონაცემებს ასახავს, ასი ათას ადამიანზე ვირუსის 172 შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 44 შემთხევით ნაკლებია. რაც შეეხება ჰოსპიტალიზაციას, მთლიან მაჩვენებელში გრიპის ვირუსის ნიშნებით ჰოსპიტალიზაციაზე 28% მოდის (წინა კვირაში იყო 30).

ამასთან, გავრცელებულ ვირუსებს შორის აღინიშნება როგორც „ა", ისე „ბე" ვირუსის შემთხვევები.

მედიკოსები თებერვალში ვირუსების გავრცელების მეორე ტალღას ელოდებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×