რეზონანსი
27.01.2020

რა გახდა ქვიშხეთთან მომხდარი ავარიის მიზეზი - გამოძიება მომხდარის რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

არ არის გამორიცხული, რომ  მძღოლს საჭესთან ჩაეძინა. ასევე, განიხილება გულის შეტევის ვერსიაც.

მანქანა, სადაც 5 ადამიანი იმყოფებოდა, ავარიის შედეგად მტკვარში ჩავარდა. ადგილზე დაიღუპა მძღოლი და სამი მცირეწლოვანი ბავშვი - მათი ასაკი 5-დან 10 წლამდეა.

დაღუპულები და დაშავებული ერთი ოჯახის წევრები არიან. უმძიმესია ამ დრომდე ავარიის დროს დაშავებული ახალგაზრდა ქალის მდგოამრეობა. ოჯახი ბორჯომიდან, ქუთაისში სახლში ბრუნდებოდა.

რუსთავი 2

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×