რეზონანსი
27.01.2020

გავრცელებული ინფორმაციით, სასწრაფო დახმარების თანამშრომლების ნაწილმა აეროპორტში კორონავირუსზე მოქალაქეების შემოწმებაზე უარი თქვა. მედიაში გასული ინფორმაციის თანახმად, ექიმების უარის თქმის მიზეზი სპეციალური სამოსისა და აღჭურვილობის არქონაა.

ფაქტს კატეგორიულად უარყოფენ საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში. უწყებაში ირწმუნებიან, რომ არც ერთ თანამშრომელს პროტესტი არ გამოუთქვამს.

ეკატერინე ტიკარაძის უწყება ირწმუნება, რომ სასწრაფოს თანამშრომლები, რომლებიც აეროპორტში მუშაობენ, უსაფრთხოების თვალსაზრისით დაცულები არიან. სასწრაფოს თანამშრომელს პერსონალური დაცვისთვის c დონის სამოსი (სასწრაფოს ფორმა) აცვია და ამ ეტაპზე რაიმე სხვა დამატებით ზომების მიღების საჭიროება არ დგას.

„ჯერჯერობით სხვა საჭიროება არ დგას და ამიტომაც აცვიათ ეს ტანსაცმელი. საქართველო არის მწვანე ზონაში. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან გვაქვს მუდმივი კომუნიკაცია და იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა სხვა ზომები, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას მივიღებთ. ყველა ნაბიჯი მათთან კომუნიკაციის მიხედვით არის შეთანხმებული.

სასწრაფოს თანამშრომლებს აღჭურვილობაში აქვთ პირბადე, აცვიათ c დონის ტანსაცმელი, რომელიც პერსონალური დაცვისთვის არის გამოყენებული. ყოველი ნაბიჯი იქნება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან შეთანხმებული,“- აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×