რეზონანსი
26.01.2020

(რეზონანსი) ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე აცხადებს, რომ სასულიერო პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

მისივე თქმით, დეკანოზი საპატრიარქოს მძევალია და იმ პირების მსგავსად ისჯება, რომლებიც საპატრიარქოში არსებულ მწვავე პრობლემებზე ღიად საუბრობდნენ.

"დეკანოზის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთულია. პარალიზებული ფეხი ორი სანტიმეტრით აქვს დამოკლებული. ილია მეორემ იცის, რომ ჩემი ძმის გათავისუფლების შემთხვევაში, ის კერპი, რაც ამ წლების განმავლობაში მის მიმართ არის შექმნილი, დაიმსხვრევა," - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×